ევროპის საბჭოს ასამბლეის კომიტეტის სხდომა

საქართველოს პარლამენტში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს. შეხვედრა ირაკლი კობახიძემ გახსნა. გამოსვლისას პარლამეტის თამჯდომარემ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ოკუპირებულია, სახელმწიფო პროგრესულად ვითარდება და ხელისუფლებას განათლების სისტემასთან მიმართებით ამბიციური გეგმები აქვს.  სპიკერის თქმით,  ქვეყნები ერთმანეთს ძალის ნაცვლად,  განათლებასა და კულტურას უნდა უპირისპირდებოდნენ. აღნიშნული სხდომა დღის ბოლომდე გაგრძელდება, თუმცა დახურულ რეჟიმში. განსახილველი საკითხი კი, განათლების, კულტურისა და მედიის სფეროებში არსებული გამოწვევებია.