ევროპის საბჭოს ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი  

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელი საქართველოსთან დაკავშირებით მორიგ ანგარიშს ამზადებს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. კობახიძის თქმით, ანგარიშში აისახება ყველაფერი ის, რაც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან არის დაკავშირებული. ვიცე სპიკერმა კახა კუჭავამ შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ თანამომხსენებლის მხრიდან დასმული კითხვები ეხებოდა იმას, თუ როგორია მოვლენების განვითარება ევროპის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით. დელეგაციამ ასევე შეხვედრა იურიდიული კომიტეტის წევრებთან და შინაგან საქმეთა მინსტრთან გამართა.