ევროპის საბჭოს ახალი პროექტი

ევროპის საბჭომ ახალი პროექტი წარადგინა სახელწოდებით „დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“. ინიციატივა ორგანიზაციის მოსაზრებით მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის ეფექტიანობასა და ხელს შეუწყობს ინდივიდებს შორის დავის დროულ და ნაკლები ხარჯებით გადაწყვეტას. ამ ნაბიჯმა კი უნდა გაზარდოს საქართველოს მოქალაქეების ხელმისაწვდომობა მართლმსაჯულების სისტემაზე. ღონისძიება გახსნა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ნატალია ვუტოვამ.

პროექტი ხორციელდება საქართველოს ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში და მისი ღირებულება ნახევარ მილიონ ევროს აღემატება.