ევროპის ქვეყნებიდან ვიზიტორთა რაოდენობა იზრდება
ნახევარ მილიონამდე ვიზიტორი წლის პირველ ცხრა თვეში – საქართველოს მიმართ ევროპელი და ბრიტანელი ტურისტების ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება.
იმატებს შემოსავლებიც. ევროპელი სტუმრების საქართველოში მოგზაურობის შედეგად ქვეყანამ, ნახევარ მილიარდ ლარზე მეტის შემოსავალი მიიღო. რაც შეეხება ვიზიტორთა საერთო რაოდენობას, მონაცემი რეკორდულია და ექვს მილიონს აჭარბებს. დადებითი ტენდენციები რამდენიმე ფაქტორით იხსნება. მათ შორის სამიზნე ქვეყნებში ჩატარებული მარკეტინგული კამპანიები, ახალი ავიამიმართულებები და საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა სახელდება. თუმცა რჩება გამოწვევებიც, რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ კიდევ უფრო მეტი ტურისტის მოსაზიდად. სპეციალისტების რეკომენდაციები რამდენიმე მიმართულებას ეხება.