ევროპის ქვეყნები ტყის ხანძრებს ებრძვიან
ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ტყის ხანძრებს ებრძვიან. საბერძნეთში, კერძოდ თესალონიკში ძლიერი ხანძრის გამო სამი დასახლებული პუნქტის ევაკუაცია გახდა საჭირო. ხანძარს ასევე ებრძვიან ესპანეთში. ბარსელონასთან ახლოს უკვე განადგურებულია 2 300 ჰექტარი. ღამის განმავლობაში ხანძრის ქრობის პროცესში დაახლოებით 500 მეხანძრე მონაწილეობდა. ბარსელონას ჩრდილოეთით გაჩენილი ხანძარი გავრცელდა ეროვნული პარკის ტერიტორიაზეც, ასევე დაიწვა ერთი საცხოვრებელი. დაშავებულები არ არიან. რაც შეეხება პორტუგალიას, აქ ერთ-ერთ რაიონში მოსახლეობა შიშობს, რომ ხანძარი მალე მათ სახლებზეც გადავა და მეხანძრეებს ჩაქრობის პროცესში ეხმარებიან. სტიქიის შედეგად უკვე 11 ათასი ჰექტარია განადგურებული.