ევროპის პოლიტიკა და საქართველო

21:10, 20.08.2025

ევროპიდან ოფიციალური თბილისი ისევ კრიტიკული შინაარსის გზავნილებს იღებს. ამ შემთხვევაში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას დემოკრატიულ უკუსვლად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატი აცხადებს და „პასედან“ ქართულ დელეგაციის გარიცხვის შესაძლებლობას განიხილავს.

ერთობლივ განცხადებაში, საუბარია იმ პირობებზე რისი შესრულების სანაცვლოდაც, 2025 წლის 29 იანვარს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიცირება მოხდა, თუმცა როგორც ევროდეპუტატთა ნაწილი აცხადებს, საქართველოში ვითარება დრამატულად გაუარესდა. ევროპარლამენტარების შეფასებებს „ქართული ოცნება“ უსამართლოდ მიიჩნევს, ისევე როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გუშინდელ გზავნილს, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ევროგაერთიანება მშვიდობისთვის შემქმნა – ამ კონტექსტში თბილისსა და ბრიუსელს საქართველოს მისამართით წარმოებულ ბოლოდროინდელ პოლიტიკას ახსენებს.

მსგავსი