ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლები საქართველოს პირველ არხზე

ევროპის მაუწყებელთა კავშირის დელეგაციის ვიზიტი გრძელდება – საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორთან, თინათინ ბერძენიშვილთან და ევროკავშირის ელჩთან შეხვედრა გაიმართა. დახურულ შეხვედრას ციფრული ტრანსფორმაციის პროექტის ხელმძღვანელი საშა სკოტი, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი რადკა ბეთჩევა და ციფრული ტრანსფორმაციისა და პლატფორმების მიმართულების ხელმძღვანელი ვოუთერ კარტიე ესწრებოდნენ. ისაუბრეს მაუწყებლის როლსა და ფუნქციაზე.

აღნიშნული დისკუსიის შემდეგ, ევროპის მაუწყებელთა კავშირის დელეგაციის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს პირველი არხის ტექნიკურ დირექტორთან, დაათვალიერეს სტუდიები და საეთეროები. დღესვე დაგეგმილია დისკუსია პროექტ „მრავალფეროვანი საქართველოსა“ და არხის ვებპლატფორმის ხელმძღვანელებთან.

დატოვე კომენტარი