ევროპის მაუწყებელთა კავშირის ვიზიტი

ევროპის მაუწყებელთა კავშირის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში გრძელდება.

„იბიუს“ ციფრული ტრანსფორმაციის პროექტის ხელმძღვანელმა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობის თავმჯდომარემ, ასევე ციფრული ტრანსფორმაციის და პლატფორმების მიმართულების ხელმძღვანელმა დღეს შეხვედრები გამართეს არხის ახალი და მიმდინარე ამბების, მედია წარმოების, ფრომოუშენის, ტელესკოლის, ფინანსური და სოციოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელებთან და თანამშრომლებთან. „იბიუს“ წევრები ასევე შეხვდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს.

ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლების ვიზიტის მიზანი საზოგადოებრივი მაუწყებლის ციფრული და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობის შეფასებაა, რის შემდეგაც დაიგეგმება იმ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, რომელიც მაუწყებელს არსებული გამოწვევების დაძლევაში და ბაზარზე ამ მიმართულებით კონკურენტული პოზიციის შენარჩუნებაში დაეხმარება.