ევროპის მაუწყებელთა კავშირის ტრენინგი

„ამბის თხრობა სოციალური მედიის საშუალებით“, – საქართველოს პირველი არხისა და ევროპის მაუწყებელთა კავშირის ერთობლივი თანამშრომლობით, საქართველოში მუდმივმოქმედი რეგიონული აკადემიის ფარგლებში სწავლება დასრულდა.

ტრენინგს ციფრული და სამაუწყებლო მედიის საერთაშორისო მრჩეველი უძღვებოდა. კურსის მიმდინარეობისას საუბარი იყო ძირითადი პლატფორმების სტრატეგიული გამოყენების, აუდიტორიასთან კავშირისა და ინტერაქციის, სოციალური მედიის საშუალებით თვითმხილველების მიერ გავრცელებული ახალი ამბების მოძიების და მათი სწრაფი გავრცელების შესახებ. ტრენინგები ჩაუტარდათ ჟურნალისტებს, პროდიუსერებსა და სოციალური მედიის მენეჯერებს, როგორც საქართველოდან, ისე მეზობელი ქვეყნებიდან – აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.

ევროპის მაუწყებელთა კავშირის აკადემიის სასწავლო ცენტრი 2018 წელს საქართველოს პირველი არხისა და იბიუს აკადემიის მიერ დაფუძნდა. მას შემდეგ საქართველოში მსოფლიოს საუკეთესო ტრენერები ჟურნალისტებისთვის სწავლებას მართავენ. საქართველოს პირველ არხს ასევე სტუმრობდა ევროპის აკადემიის ხელმძღვანელი, ნატალი ლაბურდატი.

დატოვე კომენტარი