ევროპის მაუწყებელთა კავშირის დელეგაციის ვიზიტი

საქართველოს პირველ არხს ევროპის მაუწყებელთა კავშირის დელეგაცია სტუმრობს.

ციფრული ტრანსფორმაციის პროექტის ხელმძღვანელი საშა სკოტი, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, რადკა ბეთჩევა და ციფრული ტრანსფორმაციის და პლატფორმების მიმართულების ხელმძღვანელი ვოუთერ კარტიე შეხვედრებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტთან მართავენ. ვიზიტი ასევე დაგეგმილია ევროპის საბჭოსთან და ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან. ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლების ვიზიტის მიზანი საზოგადოებრივი მაუწყებლის ციფრული და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობის შეფასებაა, რის შემდეგაც დაიგეგმება იმ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, რომელიც მაუწყებელს არსებული გამოწვევების დაძლევაში და ბაზარზე ამ მიმართულებით კონკურენტული პოზიციის შენარჩუნებაში დაეხმარება.