ევროპის ჰიმნით გაიხსნა პარლამენტის სხდომა

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა. ევროპის ჰიმნით გაიხსნა საქართველოს პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომა. სხდომა პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნა და მოქალაქეებს კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა. სხდომათა დარბაზში ევროკავშირისა და საქართველოს დროშებია გადმოფენილი.