ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ახალქალაქში

ახალქალაქში ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. ახალქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაშლილი იყო კარვები, დაარიგეს ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ბროშურები ქართულ და სომხურ ენებზე. გარდა ამისა, აქ მოსული სტუმრებისთვის სხვადასხვა გათამაშებაც მოეწყო, დარიგდა წიგნები და გზამკვლევები.

ევროპის დღე საქართველოში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ინიციატივთა და ახალქალაქის მერიასთან თანამშრომლობით ხორციელდება. დღეს, ახალქალაქში ევროპის დღეებს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელიც დაესწრო. ახალქალაქის ცენტრალურ მოედანზე ღონისძიებების დაწყებამდე, ევროკავშირის ელჩი ახალქალაქის სასწავლო ცენტრს ესტუმრა და სოფელ ოკამში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სოფლის განვითარების ინიციატივის პროექტში მონაწილე ბენეფიციარები მოინახულა.