წერილი ბრიუსელშია, პარლამენტის თავმჯდომარის ადრესატს საქართველოში პასუხები ჯერ არ აქვს. ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ საქართველოს საამაყო ისტორიაში შთაგონებას პოულობს, თუმცა, როგორც ირკვევა, ამ ისტორიაში ის თავი გამოტოვა, სადაც ფაშიზმზე გამარჯვებისთვის 3 000 ათასი ქართველის მსხვერპლზე წერია – ელჩის მიმართ ხელისუფლების სხვა არაერთ პრეტენზიას, დღეს ესეც დაემატა.
ღონისძიებაზე მმართველი გუნდიდან არავინ ყოფილა, თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია პაველ ჰერჩინსკისთვის ურთიერთობების დაზიანებაზე კიდევ ერთხელ მიეთითებინათ. ბრალდებები ისმოდა ორივე მხრიდან, ევროკავშირის ელჩი ამბობს, რომ ყველაფერი საქართველოს ხელშია და იმედი აქვს, რომ ეს შესაძლებლობა ხელიდან გაშვებული არ იქნება.
ევროპის დღის პოლიტიკური აქცენტები, თამარ წიკლაურის რეპორტაჟში.