ევროპის დღეები

საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით, ზუგდიდსა და თელავში საზეიმოდ  აღმართეს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. ღონისძიება „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით საქართველოს ყველა დიდ ქალაქში იმართება.

27 ნოემბრიდან 2020 წლის 15 მაისამდე, საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანაა.