ევროპის დღეები საქართველოში

5 მაისიდან საქართველოში ევროპის დღეები იწყება.

ღონისძიებებში დედაქალაქთან ერთად, საქართველოს 10 რეგიონია ჩართული. გასული წლების მსგავსად, ევროპული სოფელი ტრადიციულად რიყის პარკში მოეწყობა, სადაც ევროკავშირის წარმომადგენლობა და გაერთიანების წევრი სახელმწიფოების საელჩოები, საკუთარ ქვეყნებს გაუწევენ პოპულარიზაციას. ევროსოფელში მოეწყობა გამოფენები, გასართობი თამაშობები და შეჯიბრებები ბავშვებისა და მოზარდებისთვის.

რიყის პარკში მისულებს, მრავალფეროვანი ევროპული კერძების დაგემოვნების საშუალებაც ექნებათ.

საღამო გალა კონცერტით დასრულდება.