"ევროპის დღეები" რიყის პარკში გრძელდება

“ევროპის დღეები” რიყის პარკში გრძელდება, უკვე შედგა ოფიციალური  გახსნის ცერემონია, სადაც სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრეზიდენტი, ვიცე-პრემიერი, ევროკავშირის ელჩი და დედაქალაქის მერი.

ხაზი გაესვა იმას, რომ საქართველო ისტორიულად არის ევროპის ნაწილი და ევროკავშირი, როგორც ძლიერი ერთობა, კიდევ უფრო გაძლიერდება მაშინ, როდესაც თავის რიგებში საქართველოს მიიღებს. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხაზი გაუსვა საქართველოს მოწინავე სტატუსს, როგორც ინტეგრაციის წარმატებულ მაგალითს და აღნიშნა, რომ ქვეყანა ევროპისთვის კვლავ მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიმართულებით.

ღონისძიებები გრძელდება, სულ რამდენიმე წუთში რიყის პარკში ნინო ქათამაძისა და ჯგუფ “ინსაითის”, აგრეთვე გერმანიის მეგაპროექტის ვოისისგამარჯვებული, ნათია თოდუას კონცერტი გაიმართება.

ადგილზე კვლავ რჩება სხვადასხვა ქვეყნის საინფორმაციო სივრცეები, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია, საჭირო ინფორმაცია მიიღოს.