ევროპის დღეები - პაველ ჰერჩინსკის განცხადება

ევროპის დღეები თბილისის შემდეგ ბათუმში იმართება. ღონისძიებას სასტუმრო „შერატონი“ მასპინძლობს, სადაც ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებული პროექტების გამოფენა მოეწყო. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ევროკავშირის ელჩმა. პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება და წუხილი გამოთქვა, რომ ქვეყნის ევროინტეგრაცია შეჩერებულია, თუმცა დიპლომატმა განაცხადა, რომ საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილია და მას ყოველთვის აქვს პერსპექტივა ევროკავშირში გაწევრიანდეს.