ევროპის დღეები 2019

რიყის პარკში ოფიციალურად გაიხსნა ევროპის დღეები, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მაისის ბოლომდე გაგრძელდება. ღონისძიების მონაწილეებს და შეკრებილ მოსახლეობას პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა და თბილისის მერმა მიმართეს.

პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ელჩთან და თბილისის მერთან ერთად რიყის პარკში ევროპის დღეებისადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერა, რომელზეც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები საქართველოში განხორციელებულ აქტივობებსა და პროექტებს წარადგენენ.

ევროპის დღეები თბილისში და რეგიონებში სულ 80-მდე ღონისძიებას მოიცავს.