ევროპის დღე ქუთაისში

უკვე მეორე დღეა, ქუთაისში ევროპის დღეები აღინიშნება. დღეს ღონისძიებები საფეხმავლო ტურით დაიწყო და საგანმანათლებლო თამაშებით გაგრძელდა. დავით აღმაშენებლის გამზირზე ასევე მოეწყო მწვანე კუთხე, სადაც გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებების შესახებ სხვადასხვა აქტივობა გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში ეწყობა თოჯინების თეატრიც, რომლის მთავარი თემა კლიმატის ცვლილებები იქნება. ადგილზე მისული სტუმრები დააგემოვნებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მდიდარ სამზარეულოსაც. ევროპის დღეები საზეიმო კონცერტით 21:00 საათზე დასრულდება.