ევროპის დღე – პრემიერ-მინისტრის კომენტარი
ევროპის დღესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
„ევროპას ვუსურვებთ მაქსიმალურ წინსვლას, განვითარებას, კეთილდღეობას, ეს არის ჩვენი კონტინენტი, ყველაზე ძვირფასი სივრცე ჩვენთვის, აქედან გამომდინარე, ევროპის განვითარება ნიშნავს მეტ კეთილდღეობას საქართველოსთვისაც“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.