ევროპის დღე – ნათია ქენქაძის ჩართვა
საქართველოში ევროპის დღე აღინიშნება. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა „ექსპო ჯორჯიაში“ ღონისძიებას მართავს, რომელიც ევროკავშირის ელჩმა გახსნა. სიტყვით გამოსვლისას პაველ ჰერჩინსკიმ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და პერსპექტივებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების ქმედებების შედეგად დღეს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია და საქართველომ, შესაძლოა, დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის შანსი.
როგორია შეფასებები და გამოხმაურებები პოლიტიკურ სპექტრში – ნათია ქენქაძის ჩართვა #მოამბე