ევროპის დღე დასრულდა

გალა-კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდა ევროპის დღე რიყის პარკში. შეკრებილებმა ნათია თოდუასა და ჯგუფ „ინსაითის“ ცოცხალი შესრულება მოისმინეს.

წლევანდელი ღონისძიების თემა მრავალფეროვანი ევროპა იყო, რომელიც იმ განსხვავებული კულტურების ერთობას გამოხატავს, რომლებსაც ევროკავშირი და ზოგადად, ევროპა აერთიანებს.

რიყის პარკის სტუმრებს სიტყვით პრეზიდენტმა, ვიცე-პრემიერმა, ევროკავშირის ელჩმა და დედაქალაქის მერმა მიმართეს. პარკში სხვადასხვა ქვეყნის კუთხე იყო მოწყობილი.