ევროპის დღე ბათუმში – ევროკავშირის ელჩის განცხადება
ევროკავშირის ელჩი ბათუმში დღეს ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, ქვეყნები, რომლებიც საერთო წესებს იზიარებენ, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ და წინ მიდიან, დასანანია, რომ საქართველო მათ შორის არ არის, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ. ელჩის თქმით, იმედს არ კარგავს, რომ ეს დროებითია.