საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები დღეს საბერძნეთთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის უმნიშვნელოვანეს მატჩს გამართავს. ტიტე კალანდაძის გაწვრთნილი გუნდი 4 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზეა და მოგების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მეორედ ითამაშებს. საქართველო-საბერძნეთის დაპირისპირება დღეს „თბილისი არენაზე“ 17:00 საათზე დაიწყება. შესარჩევ ეტაპზე დასკვნით მატჩს კი ჩვენი გუნდი 11 მაისს ისლანდიასთან გამართავს, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის საგზური ოფიციალურად გაინაღდა.
ლევან ღუდუშაურის ჩართვა #მოამბე