თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი პარაძიუდოში წარმატებით დაიწყო ქართველი სპორტსმენებისთვის.
საერთაშორისო შეჯიბრება თბილისი არენაზე მიმდინარეობს და 21 სექტემბრამდე გაგრძელდება. ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური გახსნის ცერემონია დღეს გაიმართა და პირველივე საშეჯიბრებო დღეს ევროპის ჩემპიონობა გიორგი ქალდანმა იზეიმა. ბრინჯაოს მედლები ზურაბ ზურაბიანმა და საბა ბაღდავაძემ მოიპოვეს. დღესვე ევროპის ჩემპიონატზე ქართული ფინალი გამართა, სადაც ერთმანეთს ბაჩუკი შელია და ლევან გუგავა დაუპირისპირდნენ. ჩემპიონის ტიტული ლევან გუგავამ მოიპოვა.
ევროპის 2025 წლის ჩემპიონატზე სულ 20 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობს, მათ შორის მსოფლიოსა და ევროპის არაერთ გზის ჩემპიონი. საქართველოს პარაძიუდოს ეროვნული ნაკრები შეჯიბრებაზე 14 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.