ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში პირველ არხზე
ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი გრძელდება თბილისში. დილიდან „თბილისი არენაზე“ 5 ქართველი გამოვიდა, რომელთაგანაც სამი ძიუდოისტი აგრძელებს მედლისთვის ბრძოლას. გუშინ, კონტინენტის პირველობაზე გიორგი სარდალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. მეორე საშეჯიბრო დღეს წინასწარი შეხვედრები 10:00 საათზე დაიწყო. ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს 16:00 საათიდან საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.