ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში პირველ არხზე

16-19 აპრილს თბილისი ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირი „თბილისი არენაზე“ ჩატარდება. დღეს სასტუმრო „პულმანში“ კონტინენტის პირველობის კენჭისყრა გაიმართა, სადაც შეჯიბრებაზე გამომსვლელი 17 ქართველი ძიუდოისტის მეტოქე გამოვლინდა. კენჭისყრის შემდეგ, ევროპის ძიუდოს კავშირის პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მომავალი კონტინენტის პირველობის შესახებ ისაუბრეს. პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდნენ  მონაწილე ქვეყნების მწვრთნელები და მოქმედი პრიზიორები.

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟებს საქართველოს „პირველი არხი“ და „პირველი არხი სპორტი“ შემოგთავაზებთ.