ორი ფინალი და ორი ოქრო. საქართველოს ძიუდოს ნაკრებისთვის დღევანდელი დღე წარმატებული გამოდგა.
თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ლაშა გუჯეჯიანის გაწვრთნილმა ნაკრებმა პირველი უმაღლესი სინჯის მედლები აიღო. 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ქალებში, ეთერ ლიპარტელიანმა იმარჯვა და პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი გახდა, რომელმაც ევროპა მოიგო. ლიპარტელიანმა ისრაელის წარმომადგენელი ტიმნა ნელსონ ლევი ფინალში ეფექტური გდებით დაამარცხა. დრამატული გამოვიდა ფინალი 73 კილოგრამამდე კატეგორიაში, სადაც ლაშა შავდათუაშვილმა დრამატულ ბრძოლაში იმარჯვა და კონტინენტის ჩემპიონი კარიერაში მეორედ გახდა. ქართველმა ძიუდოისტმა აზერბაიჯანელ ძიუდოისტს ჰიდაიათ ჰეიდაროვს, „გოლდენ სქორში“ სძლია. ძიუდოისტებმა 10 წუთი იჭიდავეს, თუმცა ქულის აღება ვერც ერთმა ვერ მოახერხა. ლაშა შავდათუაშვილმა მეტოქე სამჯერ გააფრთხილებინა და ოქროს მედალიც დაიმსახურა.