ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში დასრულდა. დახურვის ცერემონია ბათუმის ხელოვნების სახლში გაიმართა. მამაკაცთა შორის საუკეთესო გუნდი საქართველო გახდა.
ჩვენს ანგარიშზე 15 მედალია. ტურნირის საუკეთესო ქალთა ექვსეული ასე გამოიყურება: რუსეთი, თურქეთი, რუმინეთი, დიდი ბრიტანეთი, ბელორუსი და პოლონეთი.
რა თქმა უნდა, საუკეთესო ექვსი გუნდი მამაკაცთა შორისაც დასახელდა. მეექვსე უკრაინა იყო, მეხუთე პოზიცია თურქეთს, მეოთხე რუსეთს, მესამე სომხეთს და მეორე ბელარუსს ერგო.
საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, კახი კახიაშვილმა ევროპის ძალოსნობის ფედერაციის გენერალურ მდივან ჰასან აკუს სპეციალური ჯილდო გადასცა.
ქალთა შორის საუკეთესო სპორტსმენი რუსი ანასტასია კაშერინა გახდა, ხოლო მამაკაცთა შორის – ლაშა ტალახაძე.
დახურვის ღონისძიებაზე სპეციალური პრიზი გადაეცა საქართველოს პირველ არხს, რომელიც ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს ქვეყნის ტერიტორიაზე ექსკლუზიურად აშუქებდა.