ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის ანგარიში

ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა, ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზებისა და ტენდენციების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში ევროკავშირის წევრ და ყველა კანდიდატს, ჯამში 41 ქვეყანას მოიცავს და მომზადებულია ევროკავშირის დაკვეთით, ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციების პროგრამის ფარგლებში. ანგარიშის თანახმად, სასამართლოს დამოუკიდებლობის შეფასების ათბალიანი სისტემით, საქართველოს 6.5 ქულა აქვს და ლიეტუვასთან, ასევე პორტუგალიასთან ერთად, თანაბარი მაჩვენებლით ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-16 პოზიციაზეა.