ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის ანგარიში

18:28, 22.12.2025

ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზების და ტენდენციების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა. 10 ბალიანი სისტემით საქართველომ 10 ქულა დაიმსახურა და ევროპაში პირველ ადგილზე გავიდა. საუბარია საჯარო მმართველობის კეთილსინდისიერების კონტექსტში წარმოდგენილი ადმინისტრაციული გამჭვირვალობის შეფასებაზე. კვლევა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ყველა ქვეყანას მოიცავს და მომზადებულია ევროკავშირის დაკვეთით ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციების პროგრამის ფარგლებში.

მსგავსი