ბაკურიანში 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე დღეს გიგანტურ სლალომში ორი ქართველი სპორტსმენი, ანასტასია მირიანაშვილი და ნელი უსტიმენკო გამოვიდნენ. უსტიმენკო 47-ე ადგილზე გავიდა, მირიანაშვილმა კი 50-ე ადგილი დაიკავა. შეჯიბრების გამარჯვებული კი შვეიცარიელი ლარა ბიანკი გახდა, მეორე ადგილზე იტალიელი მარტა ჯიარეტა გავიდა, მესამე ადგილი კი – ნორვეგიელმა ელენ უჰეი ოველანდმა დაიკავა. „ბაკურიანი 2025“ საქართველოს სამ ქალაქში – ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში მიმდინარეობს. სპორტის 8 სახეობაში 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.
ლევან ღუდუშაურის ჩართვა ბაკურიანიდან #მოამბე