ევროპის ახალგაზრდა ელჩები

პროექტი „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ შემაჯამებელი ღონისძიებით დასრულდა.

თემაზე, „საქართველოს ევროპული არჩევანი და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია“ პანელური დისკუსია გაიმართა და „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ საინფორმაციო კამპანიის პრეზენტაციის შემდეგ, პროექტის შედეგებზეც იმსჯელეს. პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა. ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიისას ახალგაზრდებმა ტრენინგები ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ სამი რეგიონის 17 მუნიციპალიტეტში ჩაატარეს.