ევროპის 19 წლამდე გოგონათა ხელბურთის ჩემპიონატი

12:30, 13.07.2025

საქართველო ისტორიაში პირველად, ჩვენი ქვეყანა ევროპის 19 წლამდე გოგონათა ხელბურთის ჩემპიონატს მასპინძლობს. კონტინენტის პირველობა თელავის სპორტის სასახლეში მიმდინარეობს. ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრები ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს – იტალიას  დაუპირისპირდა და შეხვედრა მინიმალური სხვაობით 22:24 დათმო.

საქართველოს ნაკრებიდან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გუნდის კაპიტანი, თეკლა ძამუნაშვილი დასახელდა. ევროპის ჩემპიონატი საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. შეჯიბრებაში მონაწილეობას 10 გუნდი იღებს. კონტინენტის პირველობა 20 ივლისს დასრულდება.

მსგავსი