„ევროპელი სოციალისტების“ ინიციატივა

15:20, 19.02.2026

„ევროპელი სოციალისტები“ სახელმწიფოში ფარმაცევტული ქარხნის შექმნის ინიციატივით გამოდიან. ლადო ბოჟაძე განმარტავს, რომ ქარხანამ მედიკამენტები უნდა გამოუშვას, რომელიც უნდა იყოს – ხარისხიანი, უსაფრთხო, ეფექტიანი და ხელმისაწვდომი. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რეფერენტული ფასები 7000-ზე მეტ მედიკამენტზეა დაწესებული, მოსახლეობას ყველაზე მწვავედ სწორედ წამლების გაზრდილი ფასები აწუხებს.

მსგავსი