შეცვლილი განწყობები ევროპაში – უკრაინის ომის დასასრულებლად დონალდ ტრამპის ახალი სამშვიდობო გეგმის გარშემო მიმდინარე გადამწყვეტი მოლაპარაკებების ფონზე ევროკავშირის წამყვანი ქვეყნის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტთან დიალოგის საჭიროებაზე ალაპარაკდა.
საფრანგეთის პირველი პირის ეს გზავნილი გაისმა მაშინ, როცა ევროპა სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესში საკუთარი როლის და მნიშვნელობის ხაზგასმას ცდილობს და აშშ-დან უკრაინისთვის პირდაპირი ფინანსური დახმარების შეწყვეტის შემდეგ ომში მყოფი ქვეყნის დაფინანსების ტვირთი მთლიანად ევროკავშირს დააწვა. შეცვლილი პოზიციონირება სიახლე არ არის საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ მოსკოვთან ამერიკის პოლიტიკის გადატვირთვასთან ავლებს პარალელს და ევროკავშირის ქვეყნებს კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ რუსეთის იზოლაციაში მოქცევის შესახებ საჯარო განცხადებების ფონზე რუსულ ბაზარზე ვაჭრობას მაინც განაგრძობდნენ. მაკრონის განცხადება მმართველ გუნდს ევროპული პოლიტიკის კრიზისში არწმუნებს, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმებიან ოპონენტი პოლიტიკური ძალები.
ვინ როგორ გაიგო საფრანგეთის პრეზიდენტის გზავნილი – თამუნა წიკლაურის რეპორტაჟი.