ევროპელი ლიდერების გამოხმაურება

18:18, 13.04.2025

ქალაქ სუმში რუსეთის მხრიდან განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი.

„ეს არის საზარელი მაგალითი იმისა, რომ რუსეთი აძლიერებს თავდასხმებს მაშინ, როდესაც უკრაინა უპირობო ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა“, – წერს კალასი. მომხდარს გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტიც. ემანუელ მაკრონის თქმით, ტრამპის წინადადების მიუხედავად, რუსეთის არჩევანი ომის გაგრძელებაა.

მსგავსი