ევროპელი ლიდერების ერთობლივი განცხადება

უკრაინის საკითხზე ბერლინში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ევროპელი ლიდერები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ისინი მშვიდობის უზრუნველსაყოფად „საერთაშორისო სამხედრო ძალებსა“ და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერენ მხარს. განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-მა და ევროპელმა ლიდერებმა აიღეს ვალდებულება, იმუშაონ უკრაინისთვის უსაფრთხოების მყარი გარანტიებისა და ეკონომიკური აღდგენის მხარდაჭერისთვის. აღნიშნული, შემდეგ ვალდებულებებს მოიცავს: უკრაინისთვის შეიარაღებული ძალების ასაშენებლად მდგრადი და მნიშვნელოვანი მხარდაჭერის უზრუნველყოფა, უკრაინის მომავალ კეთილდღეობაში ინვესტირება, მათ შორის აღდგენისა და რეკონსტრუქციისთვის ძირითადი რესურსების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. განცხადების ტექსტში ასევე ნათქვამია, რომ ლიდერებმა გამოხატეს მხარდაჭერა პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ და შეთანხმდნენ, რომ მხარს დაუჭერენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც ის საბოლოოდ უკრაინის კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით მიიღებს.