ევროპელი ლიდერების დიალოგი პუტინთან
ევროპელი ლიდერების მხრიდან რუსეთის პრეზიდენტთან პირდაპირი დიალოგის განახლების კიდევ ერთი მცდელობა.
ნოემბერში აბუ დაბიში დაგეგმილი, ამერიკა-რუსეთი-უკრაინის სამმხრივი მოლაპარაკებების წინ, ფინეთის პრეზიდენტმა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართეს. მთავარი საკითხი უკრაინაში ომის დასრულება და სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლება იყო. ეს კონტაქტი განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, როდესაც რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დასავლეთ ევროპის ლიდერების უმეტესობა კრემლთან პირდაპირ კომუნიკაციას თავს არიდებდა. სამი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ პირდაპირ სატელეფონო კავშირს მომავალშიც შეინარჩუნებენ.