ევროპელი ლიდერები კიევში
დამოუკიდებლობის დღეს, ომში მყოფი უკრაინა ევროპელი ლიდერების მტკიცე მხარდაჭერას იღებს. კიევი ევროპის არაერთი ქვეყნის პირველ პირს მასპინძლობს – გაჟღერდა ფინანსური და სამხედრო დახმარებების გაგრძელების არაერთი გზავნილი. ევროპელი მოკავშირეები უკრაინას საომარი მოქმედებების დროს გვერდში დგომის და თავდაცვითი საშუალებებით მომარაგების პირობას აძლევენ. „მსურველთა კოალიციის“ ფორმატში გაკეთებული განცხადებები რუსეთიდან მომდინარე გაზრდილ საფრთხეებსაც ეხებოდა. საფრანგეთის პრეზიდენტი რუსეთის მხრიდან ნატო-ს წევრების წინააღმდეგ ესკალაციის ზრდას და პროვოკაციებს პროგნოზირებს. თავის მხრივ საჰაერო თავდაცვის დამატებით შესაძლებლობებს ითხოვს უკრაინის პირველი პირი, რომელიც დასავლეთს რუსეთის მოლაპარაკებათა მაგიდასთან მისაყვანად ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდა. აქცენტი სასანქციო პოლიტიკაზე გაკეთდა. თავის მხრივ, ევროპის მისამართით მუქარისშემცველი გზავნილები ისმის მოსკოვიდან. ეროვნულ დღესასწაულზე ომში მყოფი ქვეყანა რუსეთის მორიგი იერიშების სამიზნედ იქცა.