ევროპელი კანონმდებლები თბილისში - შეხვედრა ოპოზიციასთან

ევროპელი კანონმდებლები ვიზიტით თბილისში იმყოფებიან. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ამ წუთებში ხვდებიან. მსჯელობა მიმდინარეობს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტთან და მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით.

უცხოეულ სტუმრებს შორის არის ლიეტუველი კანონმდებელი ჟიგიმანტას პავილიონისი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირით და მათდამი მხარდაჭერით არის ცნობილი.