ევროპელი ჟურნალისტების ტური საქართველოში

საქართველო „ოუ-ნეტის“, „ფრენს მეგეზინის“ და სხვა პრესტიჟული გამოცემების გვერდებზე.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია გრძელდება. ამჯერად საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით საქართველოს უცხოელი ბლოგერები და ჟურნალისტები სტუმრობენ. ცნობილი უცხოურ გამოცემების წარმომადგენლები ჩვენი ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს, კულტურას, ტრადიციებს და უნიკალურ სამზარეულოს პირადად გაეცნობიან. მოგვიანებით კი სტატიებს მოამზადებენ და მიღებულ შთაბეჭდილებებს ათასობით გამომწერს გაუზიარებენ. მარკეტინგული კამპანიის მიზანი საქართველოთი კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო მოგზაურის დაინტერესებაა.