ევროპელი დიპლომატების რეგიონული ტურნე 

საქართველოში ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოვიდნენ. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავარი დიპლომატები საქართველოში საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის მანდატით, სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში ეწვივნენ.

მინისტრები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრები ასევე ეწვევიან საოკუპაციო ხაზს. ვიზიტის დასასრულს კი, გააკეთებენ განცხადებებს მედიისთვის და შეაჯამებენ სამხრეთ კავკასიის ტურნეს შედეგებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს ვიზიტი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და რამდენად ჩართულია ევროკავშირი კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.