ევროპელი აქტორების პოლიტიკა - ხელისუფლების პოზიცია 

პირად საუბრებსა და საჯარო განცხადებებში დაფიქსირებული ურთიერთგამომრიცხავი პოზიციები, მისალოც ტექსტებში ხალხისგან გამიჯნული ხელისუფლება და ევროპელი ლიდერების დეპუტატებისა და ელჩების ჩართულობა შიდა პოლიტიკურ პროცესებში – ცალკეული  დასავლელი პოლიტიკოსების ამ და სხვა ქმედებებს მმართველი პარტია „დიფ სთეითის“ გავლენებს უკავშირებს – ამ კონტექსტში განიხილება გირაოს გადაუხდელობისთვის ოპოზიციის ლიდერების დაკავებასთან დაკავშირებით ევროპელი დიპლომატების კრიტიკულ შეფასებებიც. მმართველი გუნდი უკვე რამდენიმე დღეა ამტკიცებს, რომ ბრალდებები როგორც წარსულში, ისე ახლაც უარგუმენტოა. მტკიცებულებად კი ნიკა მელიას საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება მოჰყავს, რომლის მიხედვითაც მელიას დაკავება და პატიმრობა ევროპული კონვენციის შესაბამისი იყო. უსამართლო დამოკიდებულების მიუხედავად, ხელისუფლება დასავლეთთან დიალოგისთვის მზაობას გამოხატავს, თუმცა გარკვეული წინაპირობით, პროცესში საქართველოს ეროვნული ინტერესები მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული.