საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, დღეს პირველად იმართება პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა. კომიტეტზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს უსმენენ. თეიმურაზ ჯანჯალია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2023 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე აწვდის ინფორმაციას დეპუტატებს.