ევროპაში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება. სტიქიამ, რომელიც გასული ნახევარი საუკუნის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა, ყველაზე მეტად გერმანია, ბელგია და ნიდერლანდები დააზარალა. დაკარგულად ითვლება 1300-ზე მეტი ადამიანი. მიყენებული ზარალის ოდენობა კი ათეულობით მილიონს შეადგენს.
ჩრდილოეთისგან განსხვავებით, უჩვეულოდ მაღალ ტემპერატურასთან გამკლავებას ცდილობს კონტინენტის სამხრეთ ქვეყნებში მცხოვრები მოსახლეობა. ესპანეთსა და საბერძნეთში სიცხე 47 გრადუსს აღწევს.
სალომე თორაძის სიუჟეტი.