ევროპარლამენტში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ დელეგაციის განცხადება
ევროპარლამენტში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ დელეგაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირის პროვოკაციებმა აიძულა საქართველო, ბოიკოტი გამოეცხადებინა სომხეთში „ევრონესტის“ კონფერენციისთვის. „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა, ირმჰილდ ბოსდორფმა აღნიშნულზე პასუხისმგებლობა ევროკავშირს დააკისრა და სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებების მიმართ პატივისცემა მოითხოვა. „საერთაშორისო ურთიერთობები უნდა ეფუძნებოდეს პრაგმატიზმს, სხვა ხალხებისა და ქვეყნების გადაწყვეტილებების პატივისცემას და არა მემარცხენე-ლიბერალურ შეხედულებებს, რომელთა ყველგან თავს მოხვევას, არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით ევროკავშირი ცდილობს“, – ნათქვამია ირმჰილდ ბოსდორფის განცხადებაში.