ევროპარლამენტმა ირანელ დიპლომატებს თავის შენობებში შესვლა აუკრძალა

15:27, 13.01.2026

ევროპარლამენტმა ირანის ყველა დიპლომატიურ პერსონალსა და წარმომადგენელს მათ შენობებში შესვლა აუკრძალა. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა განაცხადა. რობერტა მეცოლას თქმით, ევროპარლამენტი არ შეუწყობს ხელს იმ რეჟიმის ლეგიტიმაციას, რომელიც არსებობას წამების, რეპრესიებისა და მკვლელობების ხარჯზე ინარჩუნებს.

მსგავსი