ევროპარლამენტმა დროებითი რეგულაცია გაახანგრძლივა

12:05, 10.07.2026

ევროპარლამენტის მიერ დროებითი რეგულაციების გახანგრძლივების გადაწყვეტილება შეფასებების თემაა. ევროპელმა კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს დროებითი რეგულაციის გახანგრძლივებას, რომელიც ონლაინ პლატფორმებს საშუალებას აძლევს, ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალის გამოსავლენად მომხმარებლების შეტყობინებები შეამოწმონ. კანონმდებლებმა კონფიდენციალურობის დასაცავად კანონში შესწორებები შეიტანეს, რომლის მიხედვითაც ეს წესები არ უნდა გავრცელდეს იმ სერვისებზე, რომლებიც შეტყობინების დაშიფვრას იყენებენ. ასეთი ტექნოლოგია უზრუნველყოფს, რომ შეტყობინებების შინაარსის წაკითხვა მხოლოდ გამგზავნსა და მიმღებს შეუძლიათ და თავად პლატფორმასაც არ აქვს წვდომა ამ მიმოწერაზე.

რეგულაცია 2028 წლის 3 აპრილამდე იმოქმედებს. ინიციატივის მოწინააღმდეგეები აღნიშნულს „ჩატების კონტროლს“ უწოდებენ და უფლებების დარღვევაზე საუბრობენ. საკითხზე პოლიტიკური შეფასებები გაკეთდა თბილისშიც.

 

მსგავსი