ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი თანამდებობისთვის შეუფერებელია, – წერს ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ხავიერ ლოპესი სოციალურ ქსელ X-ზე. ის აზიარებს კალასის განცხადებას, სადაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ამბობს რომ „ჩინეთსა და რუსეთს ალბათ კარგი დღე აქვთ, სარგებლობენ მოკავშირეებს შორის განხეთქილებით, ტარიფები ევროპისა და აშშ-ის გაღარიბების რისკს აჩენს, ძირს უთხრის ჩვენს საერთო კეთილდღეობას.“ ხავიერ ლოპესის განცხადებით, კაია კალასი დღევანდელ სამყაროსა და ევროპის რეალურ ინტერესებს მოწყვეტილია. „ეს განცხადება და მისი ფორმულირება არასწორი, პოლიტიკურად გულუბრყვილო და სტრატეგიულად საშიშია. ის დღევანდელ სამყაროს და ევროპის რეალურ ინტერესებს სრულიად მოწყვეტილია. მხოლოდ საგანგაშო არ არის, როდესაც ეს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისგან მოდის, კალასი ამ თანამდებობისთვის შეუფერებელია,“ – წერს ხავიერ ლოპესი.